სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მხოლოდ ერთხელ - გასული წლის ნოემბერში შეხვდა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა სახის თანამშრომლობა არსებობს დროებით ადმინისტრციასა და ქვეყნის ახალ მთავრობას შორის, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სანაკოევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გასულ წელს შედგა.
"დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრა 2012 წლის 15 ნოემბერს მქონდა. ეს შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ჩვენ გვაინტერესებდა, რა საქმიანობას ეწევა დროებითი ადმინისტრაცია მისი ხელმძღვანელობით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროებით ადმინისტრაციას ახალი მთავრობის მხარდაჭერა აქვს. კერძოდ, სანაკოევის განცხადებით, იგი შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს, ადმინისტრაციას ახალი მთავრობის მხარდაჭერა აქვს და თბილისში აგრძელებს მუშაობას.