სამეურვეო საბჭოსგან დღევანდელ სხდომაზე რაიმე გონივრული გადაწყვეტილების მიღებას არ ველოდებოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განუცხადა.
ბარათაშვილის თქმით, შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა იცის, რომ სამეურვეო საბჭოს არგუმენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
"მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა როგორც მე ვიცი, მათ თქვეს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ. თუმცა მათ ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს ამ არგუმენტის გასამყარებლად. ამასთან, მე სამართლებრივად ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი დამცველები იქნებიან საია-ს ადვოკატები", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არ შეცვალა გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.