საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის აზრით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი ყველაფერს მაუწყებლის გადაყენებული გენდირექტორის სასარგებლოდ წყვეტს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, კანონპროექტის პარლამენტში შეტანის დრო საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული კონფლიქტის ფონზე ყველაფერს გენერალური დირექტორის სასარგებლოდ წყვეტს, რომელიც გადაყენებულია.
მას მიაჩნია, რომ აქ უფრო პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური განზრახულობა, ასევე ერთი მხარის გარკვეული მხარდაჭერაა, ვიდრე დამოუკიდებლობის განზრახულობა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებშიც მსჯელობენ. კომიტეტის სხდომაზე საკუთარი პოზიცია მაუწყებლის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომას მაუწყებლის ექვსი წარმომადგენელი ესწრება.