შსს-ს ყოფილი ძვირადღირებული ავტომანქანებზე ხელახალი აუქციონი დაახლოებით 10 დღეში, ან 2 კვირაში გამოცხადდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ დასრულდა პირველი აუქციონი და არც ერთი მანქანა არ გაიყიდა. საერთოდ არ შევიდა განაცხადები.
"ჩვენ დაახლოებით 10 დღე, ან ორი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რათა ხელახლა შევისწავლოთ, შევაფასოთ ავტომანქანები. სპეციალისტებმა ნახონ და როცა ფასებში გავერკვევით, ალბათ ხელახლა გამოცხადდება აუქციონი", - დასძინა ნოდარ ხადურმა.