სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ბელორუსიდან საჯარო ადმინისტრირების სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, საჯარო ადმინისტრირების ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის (SYMPA) მონაწილეებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, გაწეული სამუშაო და გამოწვევები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სამინისტროში არსებული მენეჯმენტის სტილზე, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და ლიდერობაზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ.
ბელორუსი ახალგაზრდები გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს და მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ესტუმრებიან.