საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დელეგაციის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ანტონის სამარასს შეხვდა.
"ოფიციალური სადილი "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ხელმძღვანელებისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა", - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.