ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1985 წელს დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ივან ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მაკედონიის მოქალაქე ცხელ კვალზე, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე აიყვანეს.
პირადი ჩხრეკისას, მას დიდი ოდენობით 150,05 გრ გამომშრალი "მარიხუანა" აღმოაჩნდა.
ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 14 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.