თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის, გაგა გაჩეჩილაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, წინასასამართლო სხდომა 11.00 საათზეა ჩანიშნული.
ადვოკატის ინფორმაციით, პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ და შესაძლოა მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე დღესვე იმსჯელოს.
გიორგი გაჩეჩილაძე ძველი თბილისის რაიონულმა სასამართლომ 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. ბრალდების მხარე ითხოვდა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. ამასთან, თავს უდანაშაულოდ ცნობს თავად გიორგი გაჩეჩილაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, გიორგი გაჩეჩილაძეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა.