ENA-ს კურსდამთავრებული შეიძლება იყოს პროკურორი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" საგარეო ურთიერთობების საკითხებში ENA-ს დირექტორის მოადგილემ განუცხადა.
მაქს ბრუნერის თქმით, ENA-ს სტუნდეტები "კარგად შეიარაღებულები" არიან, აღასრულონ ადმინისტრაციული მოსამართლის ფუნქცია.
"ENA-ს კურსდამთავრებული შეიძლება იყოს პროკურორი და მუშაობდეს ასევე საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რაც მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა, რადგან "ENA-ში სხვა საგნებთან ერთად უმეტესწილად სამართალმცოდნეობის რამდენიმე მიმართულება - სამოქალაქო, საკონსტიტუციო და სხვა ისწავლება", - აღნიშნა ENA-ს დირექტორის მოადგილემ.
მისი თქმით, პირადად იგი თეა წულუკიანს არ იცნობს, რადგან მაშინ არ მუშაობდა, თუმცა კოლეგებისგან გადმოცემით იცის, რომ წარმატებული და გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც უცხოელებს შორის, ასევე ფრანგებს შორის.
"ის იყო წარმატებული თავად ინტელექტით და ადამიანური ღირებულებებით. თეამ კვალი დატოვა როგორც სკოლის 2000 წლის გამოშვებაში, ისე მთლიანად ENA-ში", - დასძინა მან.