საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნისა და დაკავების ბაზაში განთავსდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
"1-ელი მარტიდან თარგამაძე ინტერპოლით იძებნება", - აღნიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო მასალები თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.
გივი თარგამაძე რუსეთში 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ბრალდებული. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.