ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა. ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურაბ ბიგვავამ "პრაიმთაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასგან, ედუარდ შევარდნაძისგან და მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებულია თავისი სტილით, მენტალიტეტითა და ფსიქოლოგიურ-სოციალური თავისებურებებით.
"ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა თავისი ხარისხით, დამოკიდებულებით, ხშირად ურევს გამოთქმებში ბარბარიზმებს, არ ერიდება, ამას არ ანიჭებს მნიშვნელობას და არავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანი არის გულწრფელი. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს დაუფარავად და ნათლად", - განმარტა ბიგვავამ.
მისივე თქმით, მისი პირველი დიდი გამარჯვება ჟურნალისტებთან პირველი პრესკონფერენცია იყო.