უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არსებულ საკმაოდ კონფრონტაციულ ფონზე მნიშვნელოვანია სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა შეთანხმება, მნიშვნელოვანია პრობლემების წარმოჩენა.
"როდესაც ასეთი შეხვედრა დგება, მითუმეტეს საკმაოდ კონფრონტაციულ ფონზე, რაც ჩვენს შორის არსებობს, ბუნებრივია ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის კარგი. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა შეთანხმება საკითხებზე, პრობლემების წარმოჩენაც არსებითი არის კონფლიქტების დაძლევის საკითხში. პრეზიდენტის მხრიდან ამ შეხვედრის მისეულ შეფასებაში, იყო სწორედ აქცენტირება იმ პრობლემებზე, რაზეც მსოფლმხედველობრივი თუ იდეოლოგიური განსვავებებები გვაქვს დაწყებული კონსტიტუციით, დამთავრებული უმრავლესობის მხრიდან ოპონენტებზე დამოკიდებულებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კი აქცენტი კეთდებოდა პრეზიდენტის კრიტიკით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.