ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდმეწარმეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი საგადასახადო სამსახურის მიერ მაღაზიების დალუქვას აპროტესტებენ.
როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, ზუგდიდში საგადასახადო სამსახურმა უკანონოდ დალუქა 10-მდე მაღაზია და მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეწყდეს ობიექტების დალუქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.