საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა დაკნინდეს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ამ საკითხთან მიმართებაში წინსვლა აქვს, თუმცა, ამის გაჟღერება ჯერ არ სურს და ამას მის გუნდთან განიხილავს.