საქართველოს უზენაეს სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზად არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოში განუცხადეს
, შეხვედრის დრო დილით დაზუსტდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კოტე კუბლაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დახურული იქნება. მედიისთვის განცხადებები კი, ამის შემდეგ გაკეთდება.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას ს განაცხადა, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან უზენაეს სასამართლოში აპირებს შეხვედრას.
"სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვებია საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე. ეს ბუნებრივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა