"ნაციონალებმა" კარგად იციან თემა როგორ აწიონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" საუბარში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებით არსებული კითხვების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თეა წულუკიანს თანამდებობისთვის აუცილებელი დიპლომი აქვს. "მე დამირეკა საფრანგეთის ელჩმა და იყო აღშფოთებუილი. თეას ისეთი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული საფრანგეთში, რომლის დამთავრებაც ძალიან რთულია. საფრანგეთში ვერ იქნები მოსამართლე, თუ ეს უნივერსიტეტი არ დაამთავრე. გარდა ამისა, თეას სტრასბურგში აქვს მიღებული ძალიან დიდი გამოცდილება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.