მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნოემბერში ვერ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და ამას ევროპის სახალხო პარტია დაბლოკავს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს სურს დააზიანოს ქვეყანა და ამას ემსახურება მისი ბოლო განცხადებებიც.
"მიხეილ სააკაშვილს მე ვუთხარი, რომ ევროპა მისი აღმოჩენილი არ იყო. მე შევახსენე, რომ საქართველოში ჩატარდა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალი, რომელსაც უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა ესწრებოდა, რომლებიც ევროპისკენ მიიღვწიან. მე ვუთხარი, რომ მოლდოვა ჩვენზე წინ არის, რაც არ მოეწონა და ამის საპასუხოდ მითხრა, რომ ნოემბერში ვერ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და ამას ევროპის სახალხო პარტია დაბლოკავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.