დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის აზრით, "პარლამენტში საკმარისია პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობა, ვინც საქმეს გონივრულად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური ლიდერის ინტერესებიდან და ხუშტურებიდან გამომდინარე უდგება".
ასე ეხმაურება ხმალაძე საკონსტიტუციო პროექტის უმრავლესობით მხარდაჭერის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ამასთან, ხმალაძის განმარტებით, უმცირესობის მხრიდან ბულგარეთისა და ხორვატიის კონსტიტუციაზე აპელირება არასწორია, რადგან პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის და ახალი მთავრობის დაკომპლექტების ისეთ ნორმასაც, რასაც ქართული კონსტიტუცია ადგენს, არც ბულგარეთისა და არც ხორვატიის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს
"ჩვენს შემთხვევაში შესაძლებელია პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობა პარლამენტის სურვილის გარეშე დანიშნოს, რაც არც ხორტავიის და არც ბულგარეთის კონსტიტუციაში არ წერია. პარლამენტის გარეშე მთავრობის დაკომპლექტება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება", – აღნიშნა ხმალაძემ.