საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს, - ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული განცხადება გახელაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე კატეგორიულად მოითხოვეს, რომ დაბრუნდეს თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით იყო ნაადრევი.
როგორც ლევან გახელაძემ აღნიშნა, მაქსიმუმ ორ დღეში გაიმართება სამეურვეო საბჭოს სხდომა და აღნიშნული საკითხი გადაიხედება.
საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბორდის წევრები პასუხობდნენ თანამშრომლების შეკითხვებს, თუ რა იყო ის არგუმენტები, რომ მიიღეს გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
სხდომა ამ დროისთვის უკვე დასრულებულა.