ბიძინა ივანიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას

ბიძინა ივანიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არა მხოლოდ 100, არამედ 130 და 140 დეპუტატიც დაუჭერს
.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნახვა მაყურებელს ტელეკომპანია "იმედზე" "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ შეეძლება.