სააზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი რამდენიმე წუთის წინ საზმაუწყებელში მივიდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , სავარაუდოდ, 16:00 საათისთვის საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
გიორგი ბარათაშვილი გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი უცხოეთში მივლინებით იმყოფებოდა. როგორც გუშინ ბარათაშვილმა "მოამბესთან" სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, გათავისუფლების შესახებ სატელეფონო ზარებით მეგობრებისგან შეიტყო. მან გუშინვე განაცხადა, რომ მივლინებას წყვეტდა და საქართველოში ბრუნდებოდა.