Forbes-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 1,1 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. Forbes-ის მსოფლიო მილიარდელების რეიტინგით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 153-ე ადგილიდან 229-ე ადგილზე გადაინაცვლა.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა პოლიტიკაში მოსვლა არჩევნებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე გადაწყვიტა და რამდენიმე თვეში გაყიდა რუსეთში არსებული ყველა ბიზნესი, რომლიდანაც წმინდა შემოსავალი 1,3 მლრდ აშშ დოლარი იყო. იგი მაღაროელის შვილია და 5 შვილიდან ყველაზე ახალგაზრდა. 1984 წელს იგი მოსკოვში წავიდა და გახდა მეცნიერებათა დოქტორი შრომით ეკონომიკაში. რუსეთის პრივატიზაციის ეპოქაში, ბიზნესი პარტნიორთან ვიტალი მალკინთან ერთად დაიწყო. მათ ერთად დააფუძნეს ასევე "როსიისკი კრედიტ ბანკი" და ინვესტიციები განახორციელეს უძრავი ქონების ბიზნესში. ივანიშვილი საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და თბილისის თავზე 108 000 კვ მეტრი მიწის ფართზე . წლების განმავლობაში მან გაყიდა ბიზნესები და რეინვესტიცია განახორციელა ოქროს სფეროში.
ივანიშვილს მას 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კოლექცია აქვს, მათ შორისაა პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომელიც მან 2006 წელს Sotheby's აუქციონზე 95 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.
Forbes-ის მიერ 2012 წლის 7 მარტს გამოქვეყნებულ მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153-ე ადგილი ეკავა და მისი ქონება ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის ანალოგიურ სიაში ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.