საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა. როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ "პირველ არხთან" საუბრისას განმარტა , გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის ვადა გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განისაზღვრება.
მისივე თქმით, ხვალიდან გამოცხადდება კონკურსი და კანდიდატების განცხადებების მიღება 14 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გახელაძის ცნობით, კონკურსი "დაახლოებით იგივე წესით ტარდება, როგორც დეკემბერში ჩატარდა".
ამასთან, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოს კანონი ავალდებულებს, რომ ახალი გენერალური დირექტორი არა უგვიანეს 4 აპრილისა დანიშნოს.