საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სამეურვეო საბჭოს წევრთა განმარტებით, ბარათაშვილის გათავისუფლების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მან ვერ შეძლო არხზე შექმნილი დაძაბული და არაჯანსაღი კლიმატის აღკვეთა. ამასთან, სამეურვეო საბჭომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერძენიშვილს მოუსმინა, თუმცა, მისი სამსახურში აღდგენა საბჭოს კომპეტენციაში არ შედის.