ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრამ გაამართლა პროგნოზი, რომ ჯალათსა და მსხვერპლს შორის შეთანხმების ძიება მუდმივად უშედეგო იქნება.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა სააკაშვილი-ივანიშვილის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ ჩვენი პესიმისტური პროგნოზი გამართლდა. ლაპარაკი იმაზე, რომ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, მაშინ, როცა რეალურად პროკურატურაზე არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს, არ შეიძლება. ქართველ მოსახლეობას აქვს მკაფიო განწყობა, რომ წავიდეს წინ დემოკრატიული მომავლისკენ. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ამის პერსპექტივა არ გააჩნია. მან პირველ რიგში, თავის გუნდში უნდა მოძებნოს რესურსი, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. ამასობაში კი, რეალობა ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.