საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრება. მასთან ერთად თეატრში იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები გოგა ხაჩიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და სხვები.
პრეზიდენტმა საზაფხულო თეატრში შესვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბათუმი საოცრად გალამაზდა და ხელი არ უნდა შეეშალოს ისეთი შენობების გახსნას, რომელიც ტურისტებს მიიზიდავს.
აღნიშნული კონცერტით ბათუმში საზაფხულო თეატრი გაიხსნა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრე ირაკლი ჩავლეიშვილმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ თეატრის შენობა დასრულებული არ არის და პრეზიდენტს მისი გახსნის უფლება არ აქვს.