ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაშ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საინტერესო ნიშნავს, რომ არის ფუნდამენტური განსხვავები მათ ხედვაში და ამას არც ერთი არ მალავს.
"მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, იყოს შესაძლებლობა, რომ რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთი რაღაცეების ერთმანეთისთვის თქმა, სწორია, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს გახსნილად და არა "ფეისბუქის" და ტელეკამერების საშუალებით. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, როგორ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში. აქ არის რამდენიმე ასპექტი. მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, ახალი ობიექტების გახსნას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან მთლიანდ დაცლილია, თუ არ ჩათვლით, რომ თეატრს ვხსნი ერთ საათში და ეს არის ჩემს საპრეზიდენტო ვადაში ჩემი საბოლოო საჩუქარი ბათუმისთვის",-განაცხადა სააკაშვილმა.