თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერი გიგი უგულავა თანამდებობაზე რჩება.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, რაც არ დააკმაყოფილა.
"ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველები ზოგადი და დაუსაბუთებელი იყო, სასამართლოს განჩინებით, ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილება და გიორგი უგულავა თანამდებობიდან გადაყენებული არ იქნა. აღნიშნული საქმეს წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს, 15:00 საათზე დაინიშნა", - განაცხადა არეშიძემ.