ხომ არ გაჭიანურდება ქართულ-რუსული მოლაპარაკებები? - ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „როსპოტრებნადზორს’’ რუსულ ბაზარზე შესვლის მსურველი 84 ქართული კომპანიის სია გადაუგზავნა.
„კომერსანტთან’’ საუბარში სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სიაში 80 ღვინის და 4 მინერალური წყლის კომპანიაა. მისივე განმარტებით, გენადი ონიშჩენკოს განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დროულად კომპანიების დოკუმენტაციის მომზადება, სიმართლეს არ შეესაბამება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსული მხარე ქართული კომპანიების სიას უკვე განიხილავს, თუმცა, როდის ჩამოვლენ რუსი სპეციალისტების ჯგუფები კომპანიების ინსპექტირებისათვის, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ქართული საწარმოების ინპექტირებისთვის რუსი ექსპერტების ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა შემდგარიყო, გადაიდო.
მიზეზად რუსეთის მთავარმა სანიტარმა ის ფაქტი დაასახელა, რომ ქართულმა მხარემ რუსულ ბაზარზე დაბრუნების მსურველი კომპანიების დოკუმენტაცია დროულად ვერ მოამზადა.