თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი დღეს მოწმის სახით მეოთხედ დაიკითხება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 10:30 საათზეა დაბარებული. სავარაუდოდ, მამუკა ახვლედიანს შპს "თბილსერვისის" საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.