პრემიერ-მინისტრი მზად არის მოლაპარაკებათა პროცესში თავადაც ჩაერთოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ერთმანეთთან შეხვედრის და საუბრის პრობლემა არ აქვთ.
"ამასობაში ამ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს შედეგი. ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, საპარლამენტო თემატიკაა და შემთხვევითი არ იყო, რომ შეხვედრაზე უმცირესობის ლიდერი ბრძანდებოდა. თუ საჭიროებამ მოიტანა და გამორიცხული არ არის, შესაძლოა მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრი და სხვა პირები ჩაერთონ. გააჩნია განსახილველ საკითხთა თემატიკას", _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.