საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის , - ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ე.წ. თანაცხოვრებისთვის 2 ჯგუფი შეიქმნა და ერთ-ერთის წევრი იყო დავით უსუფაშვილი. ამიტომ, რადგან საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება და პარლამენტს, ბუნებრივია, რომ ის ეხება პრეზიდენტს.
"დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის და დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.