პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, მას ადმინისტრაციის ეზოში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეეგება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.