გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ "ივერონს" თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მიაწოდა.
"ბატონ დავით თევზაძის კანდიდატურა თავდაცვის სამინისტროში არც განხილულა და არც დამტკიცებულა" - აცხადებს ვაკო ავალიანი.
სოციალურ ქსელებში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრის ირაკლი ალასანიას მრჩევლად დაინიშნა.