საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, დღეს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე არანაირი ტაბუირებული თემა არ იქნება.
ამის შესახებ გაბაშვილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პარლამენტის დარჩენა ქუთაისში, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ასევე იმაზე, რომ ერთ პარტიას არ შეეძლოს საქართველოში შეცვალოს პოლიტიკური სისტემა იმგვარად, რომ პრეზიდენტის არჩევნები გააუქმოს. საბოლოოდ ესეც მნიშვნელოვანია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსზე მაღალი ქვორუმით იყოს დაცული ქვეყანა, რაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას ეხება და რაც აშკარად მმართველი გუნდის გეგმებში შედის. დღევანდელ შეხვედრაზე არანაირი ტაბუირებული თემა არ იქნება", - განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს 20:00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.