ინფრასტრუქტურისა და რეგინალური განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, "ბიუჯეტიდან 250 მლნ სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოიყოფა".
ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარამდეა, სადაც 250 მლნ სოფლის მეურნეობაში განსახორციეელებელი პროექტებისთვის გამოიყოფა. ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროგრამები იმისათვის, რომ წელს გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. დაახლოებით 180 მლნ ლარზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა გვეძლევა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად გავაცნოთ ინფორმაცია დაინტერესებულ ბიზნესმენებს, რათაAშეამზადონ სატენდერო დოკუმენტები და პროცესები გავაგრძელოთ ნორმალურ რეჟიმში იმისათვის, რომ წლის ბოლოს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ", - განაცხადა ნარმანიამ.