თავდაცვის სამინისტროში უახლოეს მომავალში შეიქმნება საბჭო, რომლის წევრებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრები დავით თევზაძე და გია ყარყარაშვილი იქნებიან.
ამის შესახებ "პირWელს" გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვახტანგ კაპანაძემ იმ საბჭოს შესახებ განუცხადა, რომელიც სამინიტროში უახლოეს მომავაში შეიქმნება და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარის წარმატებებს და წარუმატებლობებს შეისწავლის.
"ეს არის ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტებში და შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ საკითხის შესწავლაში. ეს ორი ადამიანი აუცილებლად იქნება ამ საბჭოში და მასთან ერთად იქნებიან აუცილებლად ექსპერტები და სამოქალაქო პირები, რომლებიც ამ საკითხებს იცნობენ", - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, საბჭოში ასევე იქნება გურამ ნიკოლეიშვილი.
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ საბჭოს სხვა წევრების ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.