იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძისთვის გაუგებარია თუ რატომ დადგა ფარული მოსმენების საკითხი ახლა, როდესაც 9 წლის განმავლობაში ყველას უკანონოდ უსმენდნენ. ამის შესახებ სანდრო ბარამიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო რედისონში სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სანდრო ბარამიძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ორი კვირის განმავლობაში დადგება საკითხი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის გადახედვისა, რომელიც ხარვეზიანია.
"მე არ ვიცი, რატომ დადგა მოსმენების საკითხი დღის წესრიგში ახლა, როცა 9 წელი ყველას უსმენდნენ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
კოტე კუბლაშვილის განცხადებით ორ კვირაში დადგება ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის საქმიანობის შესახებ კანონის გადახედვის საკითხი. კერძოდ, კუბლაშვილის თქმით, ფარულ მიყურადებაზე პროკურატურამ გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, რომელიც ამჟამად არ ევალება.