საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ბოლოს მომხდარი ფაქტის შედეგად გაკვეთილი ისწავლეს და თანაცხოვრების გზები გამონახეს.
ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში განუცხადა.
"არავის უნდა, საქართველოში პროცესები გამწვავდეს და საბედნიეროდ, ბოლოს მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე, როგორ ჩანს, გაკვეთილი ყველამ ისწავლა, იპოვეს თანამშრომლების გზები თუ რა უნდა გაკეთდეს და იმედი მაქვს, რომ კოჰაბიტაცია წარმატებულად განხორციელდება, ამის გზა უკვე გამოჩნდა და იმედი მაქვს, ორივე მხარე ამ გზას გაჰყვება", - განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა საკუთარი "Facebook"-ის ოფიციალური ვებ-გვერდების მეშვეობით გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც ისინი თანამშრომლობაზე საუბრობდნენ.