ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ძალადობის ფაქტები ორივე მხრიდან იყო, - ამის შეასახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს თსუ-ში განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარმა როგორ შეაფასებდა 8 თებერვლის მოველენებს.
სუბარი მიიჩნევს, რომ მომხდარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის კარგი მაგალითი - ისე უნდა იცხოვრონ და იმუშონ, რომ საზოგადოებაში გაესვლებოდეთ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ბიბლიოთეკასთან აქეზებდა და ვინც ძალადობდა.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკასთან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დასჯილები, ნაწამები და ამდენად სუბარისათვის მათი აგრესია გასაგებია, თუმცა მათ ქმედებებს არ ამართლებს. ასევე, იგი არ ამართლებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს და აცხადებს, რომ აგრესიის პროვოცირება არ უნდა მომხდარიყო. მინისტრი მიიჩნევს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა პატივი უნდა სცენ გამოძიებას და გამოცხადდნენ შესაბამის ორგანოებში დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თავხედობა იქნება.