ბრიტანული როკ-ჯგუფი – ქუინი მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლამ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი.
ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის.
ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.
მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen
II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.
ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone
Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით
Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def
Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.
1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody
To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde
Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.
1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena
Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are
The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.
1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat
Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N'
Roll-ის დასაკრავადაც".
1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called
Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.
1980-1990.
ბენდმა ახალი ათწლეული კომერციულად საკმაოდ მომგებიანი ალბომით დაიწყო. 1980 წელს გამოიცა ალბომი The Game. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომია ჯგუფის ისტორიაში. ის შეიცავდა რამოდენიმე სიმღერას რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტური ჰიტები გახდნენ: Crazy
Little Thing Called Love, Another One Bites The Dust... ალბომი აშშ-ში ჩარტების პირველ ადგილზე რჩებოდა 4 კვირის განმავლობაში და 4 გზის პლატინადაც იქცა ამ დროის განმავლობაში. მუსიკის ისტორიაში ეს ერთადერთი ალბომია, რომელმაც ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი Billboard Rock, Dance და R&B ჩარტებში. ამ ალბომში გამოჩნდა სინთეზატორი პირველად.
ამავე 1980 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი Flash Gordon, რომლისთვისაც ჯგუფმა სრული საუნდტრეკების ალბომი ჩაწერა.
1981 წელს ქუინმა პირველი დუეტი ჩაწერა. ეს იყო დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა Under
Pressure. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა Bowie შემთხვევით მოხვდა ხმის ჩამწერ სტუდიაში სადაც ბენდი მუშაობდა. თანამშრომლობის შედეგი შესანიშნავი გამოდგა და სიმღერამ ადვილად მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ჩარტებში. ამავე წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერების ალბომი Greatest Hits. ალბომი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე დაყიდვად ალბომად იქცა. ის მთლიანობაში 5 407
587 ეგზემპლარად გაიყიდა, რაც 600 000 ცალით მეტია ვიდრე უახლოესი კონკურენტის, ბითლზის Sgt
Pepper's Lonely Hearts Club Band–ის, გაყიდვები.
1983 წლის განმავლობაში ბენდმა უარი თქვა ყველა ტურნეში მონაწილეობაზე თუ ალბომის გამოშვებაზე და მთლიანად გადაერთო ახალი ალბომის ჩაწერაზე რომელიც მომავალ წელს გამოვიდა.
1984 წელს გამოიცა ალბომი The Works. ალბომში დანარჩენებთან ერთად შედიან: Radio Ga Ga და I Want To Break Free. მიუხედავად ამისა ალბომს დიდი ფინანსური წარმატება არ მოყოლია.
1985 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკ ფესტივალში Rock In
Rio და 325 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა. ამავე წელს გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უემბლის სტადიონზე სახელწოდებით Live Aid
რომელიც სერ ბობ გელდოფის ინიციატივით ჩატარდა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ქუინი იყო ერთადერთი ბენდი ვისაც თავიანთი გამოსვლის ვიდეო გადაღების უფლება მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ ქუინმა მთელი შოუ "მოიპარა".
1986 წელი ალბათ საუკეთესო იყო ბენდის ისტორიაში. გამოვიდა ალბომი A Kind Of Magic. ალბომი შეიცავდა მრავალ გახმაურებულ სიმღერას: A Kind
of Magic, Friends Will Be Friends. ასევე ოფიციალურ საუნდტრეკებს მხატვრული ფილმიდან Highlander:
Who Wants to Live Forever და Princes of the Universe. ასევე ამავე წელს გამოვიდა მეორე Live ალბომი Live Magic. ამ წელს ბენდმა მოაწყო არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნე The Magic Tour. ტურნეს განმავლობაში კონცერტებს დაესწრო 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400 000 მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო. ამ წელს უემბლიზე გამართული კონცერტი, რომელაც 120 000 მაყურებელი დაესწრო, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კონცერტის აუდიო ვერსია 1992 წელს გამოიცა.
1989 წელს ალბომი The Miracle იქნა გამოცემული. I Want
It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal, The Miracle და სხვები აღიარებულ ჰიტებად იქცნენ. ბენდმა უარი თქვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ჩატარებაზე, რითაც ისარგებლეს ჟურნალისტებმა და დაიწყეს საუბარი ბენდის დაშლის შესაძლებლობებზე. ასევე გაჩნდა მოსაზრებები ფრედი მერკურის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფმა შეცვალა სიმღერების წერის ტაქტიკა. თუ აქამდე რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ერთი წევრი წერდა და დანარჩენები მას მხოლოდ ეხმარებოდნენ საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებაში, ახლა უკვე ყველა ახალ ნამუშევარს მთლიანად ქუინის ერთობლივ ნამუშევრად აცხადებდნენ.
1991 წელს გამოვიდა ალბომი Innuendo. ალბომი მრავალ შესანიშნავ ნამუშევარს შეიცავდა. აღსანიშნავია ულამაზესი სიმღერა
Innuendo, რომელშიც შესანიშნავი გიტარის პარტია და რამდენიმე გადასვლაა. ასევე I'm Going Slightly Mad,
Headlong, The Show Must Go On რომლებიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა. ლაპარაკი ფრედის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ამავე წელს გამოიცა მეორე ნაკრები ალბომი Greatest Hits II.
1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ საჯაროდ გამოაცხარა რომ მას შიდსი ჰქონდა. ამ განცხადებინ 24 საათის გასვლის შემდეგ, 24 ნოემბერს, იგი 45 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა უახლოესი ხალხის გარემოცვაში. იგი ზოროასტრიანული წესით დაკრძალეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ერთ-ერთ ტბაზე მოაბნიეს მშობლიურ ზანზიბარში.
1992 წელს უემბლიზე ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი The
Freddie Mercury Tribute Concert. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბენდის ცოცხალი 3 წევრი და უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კონცერტის 92 000 ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან 6 საათში გათავდა. კონცერტი შესულია გინესების რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ერთ ადამიანს მიეძღვნა. ამოღებულმა ფულმა 20 000 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
1995 წელს უკანასკნელი სტუდიური ალბომი Made In Heaven გამოიცა. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები რომლებიც ჩაწერილი იყო მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იყო გამოცემული. მასში შესულია ისეთი სიმღერები როგორებიცაა: You
Don't Fool Me, Too Much Love Will Kill You, Made In Heaven...