ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი მზად არის უმცირესობასთან ინტერფრაქციულ შეთანხმებას მიაღწიოს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, 18 იანვარს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ფრაქციებს წინადადებით მიმართა, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ინტერფრაქციულ შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყოს.
უსუფაშვილის განცხადებით, წინადადებას თან კონკრეტული დოკუმენტი ერთვის, სადაც ასახულია არა მხოლოდ კოალიციის განაცხადი საგარეო პოლიტიკურ კურსზე, არამედ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრი სხვა პოლიტიკური ძალა იზიარებს.
სპიკერის შეფასებით, პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება უნდა შევძლონ.
„საგარეო პოლიტიკურ კურსში ხშირ-ხშირი ცვლილება თუ იქნება - არ შეიძლება და არაფერი გამოვა კარგად“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახენებთ, რომ უმცირესობა საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება.