კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელისუფლებას მასზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ღვინიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება წარმატებით ასრულებს დევიზს, რომ ამ ქვეყანაში უდანაშაულოები არიან სეპარატისტები - „კანონიერი ქურდები“, ხოლო დამნაშავეები არიან ადამიანები, რომელთაც დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე.
„ამის ნათელი მაგალითია კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის პასუხისმგებაში მიცემა. ხელისუფლებამ გაახილოს თვალი - რამდენი რამ გაკეთდა კახეთში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე, რომელიც არაერთხელ განხორციელდა და ორი დღის წინ განმეორდა. ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ორი დღის წინ, ადამიანი გამომიგზავნეს, რომელმაც მათი მუქარა გადმომცა - გადავსულიყავი მათ მხარეს. მათ საკადრისი პასუხი მიიღეს. მეორე დღეს კი მოხდა აბსურდული ბრალდებებით გიორგი სიბაშვილი პასუხისგებაში მიცემა, ისეთი ბრალდებებით, რომლის წაკითხვის შემდეგ პატარა ბავშვსაც კი გაეცინება“, - განაცადა ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.