უახლოეს მომავალში, პარლამენტი საარჩევნო სისტემის რეფორმებზე დაიწყებს მუშაობას.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი მოამზადებს, რომელსაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს.
ცვლილებები საარჩევნო სიების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო რეკლამის, საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო დავებისა და საარჩევნო სისტემის მიმართულებით მომზადდება.
კანონმდებლები საარჩევნო რეფორმების განხორციელებას საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ვარაუდობენ.