გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვლადიმერ ბედუკაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ამასთან, დაკითხვას ბედუკაძის ადვოკატი ელზა ჯმუხაძეც ესწრება. როგორც ჯმუხაძემ ჟურნალისტებს გლდანის ციხეში შესვლამდე განუცხადა, მას ჯერ არ უსაუბრია საქმესთან დაკავშირებით ვლადიმერ ბედუკაძესთან, თუმცა იცის, რომ იგი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"დაკითხვის პროცესს ადვოკატი და ბრალდების მხარე ერთად დავესწრებით. იმედი მაქვს ობიექტური მართლმსაჯულებისა და ბედუკაძის გულწრფელობისა. ის რომ არ ყოფილიყო, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში", - განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.
ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა, ის აეროპორტში დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.