პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც 17:00 საათზეა დანიშნული რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევა.
კერძოდ, ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის მიერ მომზადებული ორი ინიციატივის ინიცირება მოხდება, რომელიც გულისხმობს ნაგვის გადასახადის ელექტოენერგიაზე მიბმის აკრძალვას და ასევე საბავშვო ბაღებში საფასურის დაწესების აკრძალვას.
აღნიშნულ ცვლილებებზე ხიდაშელმა საშემოდგომო სესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები „დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონებში შევა.
ამასთან, ბიუროს სხდომას დღეს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ეკატერინე სირაძე - დელონეს კანდიდატურა წარედგინება.