დღეს, იუსტიციის სამინისტროს წინ, ,,საქართველოს პატრიოტთა ორგანიზაციამ” აქცია ლოზუნგით - დაიცავი კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” გამართა.
აქციაში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის გამართვის შესახებ მოწოდება სოციალური ქსელ ,,ფეისბუქზე”გავრცელდა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თეა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე უნდა იყოს აღმართული ეროვნული დროშა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე ეროვნული დროშა აღმართული არ არის და მხოლოდ შენობის წინ არის.
მისი თქმით, შეაგროვეს 500-მდე ხელმოწერა და დაახლოებით თვენახევრის წინ მიმართეს ამ მოთხოვნით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, თუმცა დღემდე კანონის მოთხოვნა არ შესრულებულა. თეა თუთბერიძემ იუსტიციის სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე წააწერა - ,,აღმართე დროშა”.
მათ რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს და შეუერთდებიან ოკუპაციის მუზეუმის წინ მიმდინარე აქციას.