საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ თათბირზე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ხათუნა ოჩიაური, შიდა ქართლის გუბერნატორად კი, ანდრო ბარნოვი დანიშნა.
,,ეს არის განახლების, ახალი სისხლის გადასხმის მნიშვნელოვანი ეტაპი, განსაკუთრებით ანდროს შემთხვევაში, რადგან ანდრო არის, სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ის იყო ძალიან მაგარი რექტორი სამხედრო აკადემიაში, არის წარმოშობით შიდა ქართლიდან. მისი ოჯახი დღესაც შიდა ქართლში ცხოვრობს და ასეთი ხალხის მოსვლა პოლიტიკაში და თან ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ჩემთვის მისასალმებელია. ეს გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე და მეტიც ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ დანიშვნას. რაც შეეხება ხათუნა ოჩიაურს, მას ბევრი იცნობთ, ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა. მცხეთა-მთიანეთი ასევე მნიშვნელოვანი რეგიონია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.