საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კანონისთვის ხელმოწერაზე უარი თქვა, რის გამოც
კანონს პარლამენტის თამჯდომარემ მოაწერა ხელი.
"ამნისტიის შესახებ" კანონი დღეს, 00:00 საათიდან შევა ძალაში. ამნისტია საერთო ჯამში 17 ათას პატიმარს შეეხება. ციხეებს პირველ რიგიში, ხვალ დილიდან პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს.