მანანა კობახიძე: პრეზიდენტი  თანამდებობას არასათანადოდ იყენებს

მანანა კობახიძე: პრეზიდენტი თანამდებობას არასათანადოდ იყენებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, როდესაც, ადამიანის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მისი გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა - არასწორი და გაუმართლებელია.

როგორც ჟურნალისტებს გუბერნატორის პოსტზე თენგიზ გუნავას დანიშვნასთან დაკავშირებით, კობახიძემ განუცხადა, პრეზიდენტი თავის თანამდებობას არასათანადოდ იყენებს.

„სწორი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს სასამართლო განაჩენისთვის დაეცადა. როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მიმაჩნია, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საჯარო თანამდებობაზე მისი დანიშვნა არის აბსოლუტურად არასწორი და გაუმართლებელი გადაწყვეტილება. ასეთი პირები მსგავს თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდნენ“, - დასძინა ვიცე-სპიკერმა.